ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
საზოგადოება, ცხოველები
გაზიარებაშემდეგი სტატია
23 წლის ინგლისელი ბრაიან ტეილორი რამდენიმე წლის წინ შეყვარებულმა მიატოვა. ბიჭისთვის ეს ძალიან მძიმე აღმოჩნდა, სიყვარულთან ერთად მან სამსახურიც დაკარგა და დეპრესიაში მყოფმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლეობით დაემთავრებინა.
ახალგაზრდამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და საკუთარ ოთახში ჭერზე, თავის ჩამოსახრჩობად, თოკი ჩამოაბა და კიბით ქვედა სართულზე ჩამოვიდა, რათა დედისთის გამოსამშვიდობებელი წერილი დაეტოვა. როდესაც ბრაიანმა წერა დაამთავრა და ოთახში დაბრუნდა, იქ საკუთარი ძაღლი, სახელად ჯეო დახვდა, რომელსაც თოკი არა მარტო ჩამოხსნილი ჰქონდა, არამედ პატრონს უკან აღარ უბრუნებდა. ბიჭი წარმევას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ, ძაღლი უღრენდა და თოკს კბილებით იჭერდა.
ძაღლმა ჭკვიანური საქციელით პატრონი სიკვდილს გადაარჩინა.
ბრაიანი სიცოცხლეს საკუთარ ძაღლს უმადლის.
სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ ტეილორმა ვეტერინარისგან შეიტყო, რომ ძაღლს სიმსივნე აქვს და მხოლოდ რამდენიმე კვირას იცოცხლებს. ბიჭმა ინტერნეტგვერდი “GoFundMe” შექმნა და თანხის მოზიდვა ადგილობრივი ცხოველების დასახმარებლად დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის ფონდმა უკვე 2,000 დოლარი შეაგროვა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2