ერთ დღეს მამა შვილთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, რათა მისთვის ეჩვენებინა რას ნიშნავს სიღარიბე. მათ რამდენიმე დღე ღარიბი ფერმერის სახლში გაატარეს.
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, მამამ შვილს ჰკითხა, თუ როგორ მოეწონა მოგზაურობა. შვილი კმაყოფილი ჩანდა.
“ნახე როგორ ცხოვრობს ხალხი? რა ისწავლე ამ მოგზაურობით?” – ჰკითხა მამა.
“მე დავინახე, რომ ჩვენ ერთი ძაღლი გვყავს მათ კი ოთხი. ჩვენ აუზი გვაქვს მათ კი ბაღში ულამაზესი ნაკადული აქვთ, რომელსაც დადასრული არ უჩანს.” – უპასუხა შვილმა.
ჩვენ ბაღში ღამით სანათები გვაქვს მათ კი ვარსკვლავები. ჩვენ ძალიან პატარა ადგილზე ვცხოვრობთ მათ კი უდიდესი მინდვრები აქვთ. ჩვენ გვემსახურებიან, ისინი კი სხვებს ემსახურებიან.”
ჩვენ ვყიდულობთ საჭმელს, მათ კი საკუთარი ხელით მოჰყავთ ყველაფერი. ჩვენ კედლები გვიცავს მათ კი მეგობრები. ამ ყველაფერმა მე დამანხა თუ რამდენად ღარიბები ვართ.”


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5