
"კარგი არაუშვას თუნდაც შენ იყო ახალი ლექსი მაქვს და გვერდზე ატვირთე თუ მოგეწონებაო." ფოტოებიც გამომიგზავნა საკმაოდ ლამაზები და ხარისხიანები ლექსი მომეწონა და ავუტვირთე. რამოდენიმე დღეში ისევ სალოს ეძებდა კიდევ მე ვიყავი და მიპასუხა ვიცი ბიკოჩალა ხარო აი სულ ახალი ლექსი მაქვს "ცხელ ცხელიო" ლექსი იმდენად კარგი იყო გამეცინა შენ აღარ ხუმრობ თქო და კიდევ ავტვირთე მადლობები გადამიხადა და კოცნის სმალიები მოაყოლა თან დაამატა "ისე იმედია გოგო ხარო." გამეცინა "ბიჭი რომ ვიყო მერე ამ კოცნის სმაილებს და გულებს რას უშვრრები თქო მივწერე". სიცილით მომწერა "გააჩნია როგორი ბიჭი ხარო." რაღაცნაირი თბილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა აი ისეთი რომ არ გაწუხებს და დადებითი მუხტი რომ მოდის მისგან. ბევრს მოუწერია ჩვენთან თავისი ლექსი თუ ჩანახატი მაგრამ ეს ისეთი იყო უარს რომ ვერ ეტყოდი დადებაზე. დამამახსოვრდა.... მერეც ხშირად მინახავს სხავასხვა გვერდზე მისი სხვებისგან განსხვავებული კომენტარები. ალბათ ერთი თვის წინაც დაიდო მისი ფოტო რომელზეც კითხვაზე: როდის იყო შენს ცხოვრებაში ბედნიერი მომენტიო უპასუხა:" როდესაც დედამ მითხრა თბილად ჩაიცვი არ გაცივდეო" გამეცინა ეს ხომ ის ბიჭია თქო ვიფიქრე.... ეს ადამიანი ოთო გურგენიშვილი იყო. გმირი!! გუშინ მისმა ამბავმა ძალიან დამწყვიტა გული შემეცოდა, დამენანა..... მთელი საქართველო გლოვოს ახლა მას.... სიკვდილისთვის მენანები ადამიანო !!! მაგრამ თუ სიკვდილია ასეთი სიკვდილი ჯობს.... ღმერთმა ნათელში გამყოფოს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2