
***
ნუ ებუტები,
სიყვარულმა რა იცის ზღვარი,
ვეღარას შესცვლი, როცა გული ასე გიურჩებს,
დაპატარავდა გრძნობებისგან ამხელა ქალი
და ბავშვის გულით
შენს ლოდინში იმრიზავს ტუჩებს.
იქ სადაც გრძნობა წმინდაა და ისეთი წრფელი,
სანამ ლოცულობს წამისათვის, გიხილა რა დღეს,
ნეკისა უთხარ, გაუწოდე ვაჟკაცის ხელი,
რომ მერე შენს წინ მზის თვალება ბავშვივით დადგეს.
ან იქნებ შენშიც
ხასიათი შემორჩა ბავშვის,
მოხერხებულად თუ მალავენ
ამ როლს დიდები,
ეს ის კვალია,
თვით სიბერეც რომ ვეღარ წაშლის,
ხანდაზმულობის თვალებიდან რომ აკვირდები.
ნუ იბუტები,
იწურება წლის დროც_ მეორე,
სანამ კარებთან შემოდგომას გონი წაშლია,
ვიდრე არსებობ გულში ხშირად გაიმეორე,
რომ დაიჯერო_
სიყვარულიც დიდი ბავშვია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1