-შემმპარავი ტემბრის ვოკალში
ათრთოლდა ხალი მოშიშვლებულ,ლამაზ ძუძუსთან-
კაცი:-ისხამდა ტკბილ ბაკარდის მსუქან ბოკალში,
ქალი-წრუპავდა მაღალფეხა ბაკლით მუკუზანს.
ქალი ჭუტავდა სითბოჩაღვრილ თვალებს ანაზდად,
სულ ცოტა ადრე-აბეზარი ცრემლით დალტობილს,
კაცს ქალი უწინ-აფოფრილი ,როგორც ავაზა,
ეჩვენებოდა უჩვეულოდ ახლა დამთმობი!
პაუზებს შუა ყურს უგდებდნენ ჯიმი მორისონს,
ქალი წრუპავდა მაგარ ყავას,ჟესტით ქალურით,
კაცი ხედავდა საძინებლის უკვე ჰორიზონტს,
ქალს უფრო ჰქონდა სილუეტი -ვერტიკალური!
მამრი-ღიმილით მოგებული წინასწარ ომის,
ქალი- დასიცხულ ტუჩის კუთხეს მორცხვად ლოკავდა,
იყო საღამო გაჟღენთილი ვნებით და ნდომით,
იქვე კუთხეში ჩახვეული წყვილი როკავდა!
კაცი აზარტით უკოცნიდა თოვლივით მტევანს,
ქალი ამაოდ ისწორებდა კულულებს დაშლილს,
მოჰგავდა იგი სამოთხიდან განდევნილ ევას,
ოღონდ უბიწოს,ხელუხლებელს-შეჭმამდე ვაშლის!
ანგელოზს ჰგავდა!-უღიმოდა მის ფიქრებს ქალი,
კაცი თვალებით თითქოს ჭამდა.-თან ვერ ძღებოდა!
ქალის თვალებში აკიაფდნენ ჭინკები მთვრალი-
ნამდვილი ომი ახლა წასვლით დაიწყებოდა!
/თეა ხასაია/
ლექსს ქვია ,,ჩაშლილი პაემანი,, ანუ ძველი სიყვარულის გადავიწყების უშედეგო მცდელობა!,,ციკლიდან ..განათხოვარი ქალის აღსარება!:))


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев