
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს…
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი…
ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ…
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ “იმას მოშივდა”…
ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას…
ერთი კვირაც და… ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев