Предыдущая публикация
გაზაფხული და ეს თვე - აპრილი,
შენ რომ არსებობ ბედნიერი ვარ,
დიდი სითბო მაქვს გულში ჩაღვრილი.
შესაფასებლად არა მჭირდება,
ძებნა კარგისა, სიტყვაკაზმული,
თავმდაბლობა და კაი-კაცობა,
ამ თვისებებით ხარ შემკობილი.
ხშირად უთქვიათ „არ გვავიწყდება,
ჩვენს სუფრაზე რომ იყო თამადად,“
შენ ის კაცი ხარ, რომ სიამაყით,
ეს ჩემი ძმაა, ვიტყვი თამამად.
გული მეხსნება როცა გიცქერი,
ლამაზ მხარ-ბეჭით კოხტად რომ ცეკვავ,
„დიდო პოეტო“ მაგ დიდ თბილ გულში,
ძალიან ხშირად ჩემს მესა ვხედავ.
გისურვებ მრავალ აპრილის მოსვლას,
არასდროს გნახო დადარდებული,
მე ძლიერ მიყვარს აპრილის ეს დღე,
რადგან შენა ხარ დ ა ბ ა დ ე ბ უ ლ ი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев