შვილი მიემგზავრებოდა. როცა გადაეხვივნენ ერთმანეთს, დედამ უთხრა:
„მიყვარხარ და გისურვებ საკმარის სიყვარულს.“
შვილმა კი მიუგო: „ დედა ჩვენი ურთიერთობა და შენი ჩემდამი სიყვარული სრულიად საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. შენი სიყვარული ყველაფერია ჩემთვის, მხოლოდ ეს მჭირდება და მავსებს. დედა მეც გისურვებ საკმარის სიყვარულს“.
მათ გადაკოცნეს ერთმანეთი. შვილი წავიდა და დედა დარჩა მარტო...
ქალბატონი გამოემართა და დადგა იმ ფანჯარასთან, სადაც ვიჯექი და მე შევამჩნიე, რომ ცდილობდა ცრემლების შეკავებას
მე არ მივეცი თავს უფლება შევჭრილიყავი მის პირად ცხოვრებაში,მის ემოციებში, მაგრამ უცებ ის მომიბრუნდა და მკითხა:
„ როდესმე დამშვიდობებიხართ ისე, რომ გიგრძვნიათ ეს უკანასკნელად ხდება?“
მე დავეთანხმე და თან ვკითხე „ მაპატიეთ ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ ეს იყო უკანასკნელი დამშვიდობება?“
„მოხუცი ვარ და ის შორს ცხოვრობს. მაქვს პრობლემები და რეალობა არის ის, რომ ჩემი შვილი უკან დაბრუნდება ჩემი დაკრძალვისათვის“.
„როცა თქვენ დაემშვიდობეთ, ყური მოვკარი, რომ უთხარით ეს სიტყვები: „გისურვებ საკმარისს“ და თუ შეგიძლიათ ამიხსენით მისი მნიშვნელობა?“
მან გამიღიმა და მითხრა:“ ეს არის სურვილი, რომლის თქმის ტრადიციაც გადადის თაობიდან თაობაზე. ჩემი მშობლები მას ყველას ეუბნებოდნენ“. ის წამით ჩაფიქრდა, თითქოს სურდა დეტალურად მოეგონებინა...მან ისევ გაიღიმა.
„როცა ჩვენ ვეუბნებით ვინმეს „გისურვებ საკმარისს“ ჩვენ მას ვუსურვებთ, რომ მისი ცხოვრება სავსე იყოს იმ რაოდენობის დადებითი მოვლენებით, რაც საკმარისი აღმოჩნდება დანაკლისის შესავსებად და ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად.“
მოგონებებმა შემომინახა ის ფრაზები რაც იმ დღეს, მითხრა ამ უცნობმა ქალბატონმა და დღემდე მახსოვს:
„გისურვებთ საკმარისი რაოდენობის წვიმას, რათა შემდეგ უფრო მეტად დააფასოთ მზე.“
„გისურვებთ ბედნიერებას იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება თქვენი სულისთვის“
„გისურვებთ იმ რაოდენობის ტკივილს, რათა შემდეგ შეძლოთ პატარა დადებითი მოვლენებიც კი დიდ სიხარულად აღიქვათ.“
„გისურვებთ ცხოვრებისგან მიგეღოთ იმდენი, რაც საკმარისი აღმოჩნდება თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად“
„დაე, თქვენი დანაკარგი საკმარისი აღმოჩნდეს თქვენს ხელთ არსებულის დასაფასებლად“
"გისურვებთ საკმარისი მისალმება ეთქვათ თქვენთვის საბოლოო გამომშვიდობებამდე“
შემდეგ, მოხუცი ატირდა და გამეცალა.
ამბობენ, 1 წუთია საკმარისი განსაკუთრებული პიროვნების შესამჩნევად, 1 საათი–მის დასაფასებლად, 1 დღე–მის შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება– მის დასავიწყებლად!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев