
შემიძლია ვთქვა, რომ "შევიგრძნობ" მას, ისევე, როგორც საკუთარ თავს. არ გჯერათ? ახლავე დაგიმტკიცებთ. რამდენიმე დღის წინ მე მას შევთავაზე, რომ საძინებელში ფარდები გამოგვეცვალა. მან ისეთი გაოცებით შემომხედა, თითქოს მისი ცხოვრების საიდუმლოს მივხვდი.
– კარგი რა, სერიოზულად ამბობ? - არ სჯეროდა ჩემი სიტყვების.
– რატომაც, არა?!
– ვერ ვიჯერებ, უკვე რამდენიმე დღეა ეს აზრი მიტრიალებს თავში, არ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა, რადგანაც ვიფიქრე მეტყოდი, რომ გასანიავებლად თანხა არ გვაქვს. ძილისას ხომ არ ვბოდავდი?
– არა, უბრალოდ ჩვენ ერთნი ხორცი და სული ვართ, ერთი მიმართულებით ვფიქრობთ და ვმსჯელობთ. მე ვფიქრობ, ეს სავსებით ნორმალურია იმ ადამიანთათვის, რომელთაც ერთმანეთი უყვართ.
თქვენ მისი ალერსიანი და ბედნიერი სახე უნდა გენახათ.
თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის - ერთი თვის წინათ მსგავსი ისტორია იყო კარადის თაობაზე, მანამდე კი - მისი მშობლების საჩუქარზე.
უბრალოდ, ვიცი თუ რა სურს ჩემს ქალს.
ნუ, ისიც უნდა ითქვას, რომ "გუგლის" საძიებო ისტორიის წაშლის თავი არასოდეს აქვს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев