
5 ოქტომბერი:
დღეს ჩემი ცხოვრება დაიწყო. ჩემმა მშობლებმა ჯერ არ იციან, მაგრამ მე უკვე ვარსებობ. და მე გოგონა უნდა ვიყო. მე ქერა თმა და ლურჯი თვალები მექნება. თითქმის ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება.
19 ოქტომბერი:
ზოგი ამბობს, რომ მე ჯერ ნამდვილი პიროვნება არა ვარ, რომ მხოლოდ დედაჩემი არსებობს. მაგრამ მე ნამდვილი პიროვნება ვარ, სწორედ ისევე, როგორც პურის პაწაწინა ნამცეცი, სინამდვილეში, პურია. დედაჩემი არსებობს. მეც ვარსებობ.
23 ოქტომბერი:
ჩემი პირი სწორედ ახლა იხსნება. მხოლოდ დაფიქრდი, ერთ წელიწადში ან დაახლოებით ამდენ ხანში მე ვიკისკისებ და მოგვიანებით ვილაპარაკებ. ვიცი, რომელ სიტყვას ვიტყვი პირველად: დედა.
25 ოქტომბერი:
დღეს ჩემმა გულმა თავისით დაიწყო ძგერა. ამ წამიდან დაწყებული ის წყნარად იძგერებს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველგვარი დასვენების გარეშე! ხოლო მრავალი წლის შემდეგ დაიღლება. ის გაჩერდება და მაშინ მოვკვდები.
2 ნოემბერი:
ყოველდღიურად ნელ-ნელა ვიზრდები. ჩემი ხელები და ფეხები ფორმის მიღებას იწყებს. მაგრამ მე დიდხანს მომიწევს ლოდინი, სანამ ამ პატარა ფეხებზე დედაჩემის ხელებისკენ ავიწევი, სანამ ეს პატარა ხელები ყვავილების დაკრეფასა და მამიკოს ჩახუტებას შეძლებენ.
12 ნოემბერი:
ჩემს ხელებზე პაწია თითების განვითარება იწყება. სასაცილოა, რა პატარებია! ამ თითებს ჩემს დედიკოს თმაზე გადავუსვამ.
20 ნოემბერი:
დღემდე ექიმს არ უთქვამს დედიკოსთვის, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ო, რა ბედნიერი უნდა იყოს დედიკო! ბედნიერი ხარ, დედი?
25 ნოემბერი:
დედიკო და მამიკო, ალბათ, ჩემთვის სახელს არჩევენ. მაგრამ მათ არც კი იციან, რომ მე პატარა გოგონა ვარ. მე მინდა, რომ ქეთი მერქვას. მე უკვე იმხელა გავიზარდე.
10 დეკემბერი:
თმა მეზრდება. ის სასიამოვნოა, ღია ფერისაა და პრიალებს. საინტერესოა, დედიკოს როგორი თმა აქვს?
13 დეკემბერი:
ახლა მე თითქმის შემიძლია რაღაცის დანახვა. ჩემს გარშემო სიბნელეა. როცა დავიბადები, გარშემო მზე და ყვავილები იქნება. მაგრამ ყველაზე ძალიან მე ჩემი დედიკოს დანახვა მინდა. როგორ გამოიყურები, დედი?
24 დეკემბერი:
საინტერესოა, ნეტავ, დედიკოს თუ ესმის ჩემი გულის ჩურჩული? ზოგი ბავშვი ცოტა ავადმყოფი იბადება. მაგრამ ჩემი გული მაგარი და ჯანმრთელია. ის ძალიან თანაბრად ძგერს: ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ. დედიკო, შენ ჯანმრთელი პატარა გოგონა გეყოლება!
28 დეკემბერი:
დღეს ჩემმა დედიკომ მომკლა.
"ბავშვი, რომელიც არასოდეს დაბადებულა"
სკუპლტორი: Martin Hudáčeka


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев