
#კატო
მხოლოდ საქართველოში: დედა ეუბნება შვილს,როდესაც მას რამე უჭირს ,,ვაიმე შვილო,შენ მოგიკვდეს ჩემი თავი”.
მხოლოდ საქართველოში: დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა,მას უჭირს რამე თუ არა.
მხოლოდ საქართველოში: დედას როგორ ძალიანაც არ უნდა ჭირდებოდეს ექიმთან წასვლა,უკანსაკნელ კაპიკსაც შვილს მისცემს, იმ ფიქრით რომ, ,,ჩემს შვილს გულს არაფერი დააკლდეს თანატოლებში არ დამეჩაგროსო”.
მხოლოდ საქართველოში: დედა ასე მიმართავს შვილს, ,,ჩემო ერთა” ჩემო ოცნება, ჩემი სიყვარული ,ჩემი სიცოცხლე,ჩემი ანგელოზი.
მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს,თუ მისი შვილი სახლში არ არის,
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში,ისე სევდიანად,რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ზრუნავს შვილზე ისე რომ მისნაირად, შვილზე ვერავინ და ვერასოდეს იზრუნებს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა,შვილზე დარდით,შეიძლება გაჭაღარავდეს და გადაჰყვეს მასზე დარდს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში უჯდება შვილი დედას კალთაში,სრულწლოვანიც კი,დედა თავზე ხელს უსვამს და ამხნევებს, ,,შვილო დედის კალთა ხომ მაინც ყველაზე ტკბილია”.
მხოლოდ საქართველოში: შვილმა შეიძლება დედა ანერვიულოს და მეორე წუთს დედა მას თვალებს უკოცნიდეს.
მხოლოდ საქართველოში: დედები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დათმონ შვილების სანაცვლოდ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მხოლოდ საქართველოში: 20 წლის დაქვრივებული დედა მზად არის,საკუთარი დარჩენილი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას და მამინაცვალი არ დაუსვას სახლში.
მხოლოდ საქართველოში: ყველაზე თბილად იხუტებს დედა,შვილს.
მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია შვილის გულისთვის ყველანაირი ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფა აიტანოს.
მხოლოდ საქართველოში: დედა ნერვიულობს მის შვილს საჭმელი ნაჭამი აქვს თუ არა, და თუ ნაჭამი აქვს,ეყო თუ არა მას ეს საჭმელი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ეუბნება შვილს: ,,დედა გენაცვალოს”.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია იტიროს შვილთან ერთად.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას ჰგონია თავისი შვილი,ყველაზე ლამაზი,ყველაზე ჭკვიანი,ყველაზე კარგი.
მხოლოდ საქართველოში: დედა სცემს შვილს ტაკოებზე,და თან ფიქრობს,რომ რამე არ ატკინოს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია მორწყას ცრემლებით,შვილის საფლავი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ამბობს,რომ ჯობია მისმა შვილმა იტიროს დედა,ვიდრე დედამ იტიროს შვილი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედის ცრემლია,ყველაზე წმინდა ცრემლი,რომელიც კი ამ ცოდვილ დედამიწაზე დაცემულა.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში დედა არის ყველა სიწმინდის,სიკეთის,ყველაფერ კარგის და ლამაზის დამტევი სიტყვა.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში,მხოლოდ ქართველ დედებს,მხოლოდ მათ შეუძლიათ შვილების მთელი გულით და არსებით სიყვარული.
და იცით რა?? მოეფერეთ დედებს,მათ იცი რა მაგრად უყვარხართ?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5