„ოჯახი ალპინისტების საბაზო ბანაკივითაა, თუ იგი კარგად არ არის აღჭურვილი საჭირო ხელსაწყოებითა და პროდუქტებით, ალპინისტი მწვერვალს ვერ დაიპყრობს. ბევრი მამაკაცი ცდება, როცა ფიქრობს, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ შეუძლია მწვერვალზე ავიდეს ისე, რომ არ იზრუნოს საბაზო ბანაკზე, ანუ ოჯახზე. ჰგონია, რომ იქ მის გარეშეც ყველაფერი რიგზე იქნება. არადა, უკან დაბრუნებისას დარაჯის ფუნქციის შემსრულებელი ცოლი ან გაქცეული ან დანევროზებული ხვდება.
ასევე შეცდომაა, როცა ქალი ფიქრობს, რომ გათხოვებით ცხოვრების მიზანს მიაღწია. მისთვის საბაზო ბანაკი, ანუ ოჯახი მწვერვალია და თუ ქმარი მხოლოდ მწვერვალზე ასვლითაა დაკავებული და ვერ იცლის მისთვის, ქალი ეჭვიანობას იწყებს. ქორწინებისადმი ქალისა და მამაკაცის ამგვარი მიდგომა გაუსაძლის ატმოსფეროს ქმნის ოჯახში, საიდანაც, უმეტეს შემთხვევაში მამაკაცი გარბის. თანამედროვე ოჯახის სიმტკიცე ცოლ-ქმრის ურთიერთობის თანასწორუფლებიანობის პრინციპზეა აგებული, რომლის მთავარი მტერია ეგოიზმი. „ყველა მამაკაცი ერთნაირია, მათ საკუთარი თავის გარდა, არაფერი აღელვებთ. რაშია საქმე? ნუთუ გულგრილობამ საბოლოოდ გაიმარჯვა? “


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев