-----------------------------------------------------------
ეს იმ ქალს, იმ
ბერიკაცს გაუმარჯოს!
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ფყოფნის
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს!
ვისი სიმღერევბიც მწუხარეა,
ვისაც სიყვარული გაუავდრდა
სხვისი გაღიმება უხარია,
ვისაც შეუძლია ატირება
მზითა და სიკეთით ძნეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია,
ვისაც უხარია ყველაფერი
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ავერაფრით შელევია,
ვისაც არასოდეს გაუავდრდა
მაინც სიყვარულით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს!
ვისაც შეცოდება შეუძლია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев