მამაკაცმა გირაოს სახით ბანკს შესთავაზა საკუთარი სპორტული მანქანა - Ferrari, რომლის ფასიც 250 000 დოლარი იყო. ორი კვირის შემდეგ ესპანელმა ბანკს დაუბრუნა აღებული 5 000 დოლარი და პლუს პროცენტი 14 დღეზე - 15 დოლარი და 41 ცენტი. საბანკო ოპერაციების შემდეგ მან მშვიდად წაიყვანა მანქანა და გაქრა. როდესაც ბანკის თანამშრომელმა ჰკითხა მამაკაცს, თუ რა აზრი ჰქონდა მის ქმედებებს - ასეთი მცირე სესხის აღება, ასეთ მცირე ვადაში და ასეთი ძვირადღირებული გირაოთი - კმაყოფილმა ესპანელმა აუხსნა, რომ 15 დოლარად ნიუ-იორკში ასეთი ექსკლუზიური მანქანისთვის მონახო ორკვირიანი დაცული პარკირება არის ფანტასტიკის სფერო, და რომ მან ვერ მოიფიქრა ამაზე უკეთესი ხერხი იმისთვის, რომ დაეტოვებინა მანქანა და არ ენერვიულა მის ბედზე.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2