ფაქტი 1. ლუდი უფრო მავნეა, ვიდრე არაყი, ვინაიდან დუღილის პროცესის დროს ინახება ტოქსიკური ნაერთები (ალდეჰიდები, მეთანოლი), რომლებიც 10-100 ჯერ მეტია, ვიდრე უმაღლესი გაწმენდით მიღებულ არაყში.
ფაქტი 2. ლუდის ალკოჰოლიზმი - მძიმე ფსიქოლოგიური დაავადებაა. მისთვის ძალიან დამახასიათებელია, ე.წ. ანოზოგნოზია, ანუ დაავადებულის მიერ დაავადების სრული უარყოფა. ლუდის დალევისთვის არაა საჭირო გაშლილი მაგიდა ან თუნდაც რამე ფორმალური მიზეზი დალევისთვის: შეგიძლიათ დალიოთ მარტომ, ან მეგობრების გარემოცვაში, შეიძლება სახლში, შეიძლება გარეთ, შეიძლება მჯდომიარე მდგომარეობაში, შეიძლება სიარულსი დროს და ა.შ. აქედან გამომდინარე ნარკოლოგიის თვალსაზრისით, ლუდის ალკოჰოლიზმი - ეს ალკოჰოლიზმის მძიმე, მკურნალობას რთულად დაქვემდებარებადი სახეობაა.
ფაქტი 3. ლუდი - ეს უდიდესი თავის მოტყუებაა ყველა ერისთვის. 50-100 გრამი არაყი ექვივალენტურია ერთი ბოთლი ლუდის, დამოკიდებული ალკოჰოლის მოცულობიდან. 5-6 ბოთლი ლუდის დალევისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ ეთილის სპირტის დოზა, რომელიც ტოლია ერთი ბოთლი არყის. მაგრამ ფსიქოლოგიურად თქვენ დაცული ხართ: ის ვინც სვამს ერთ ბოთლ არაყს დღეში - ნამდვილი ლოთია, და ის ვინც სვამს 2-3 ლიტრ ლუდს - "ჩვეულებრივი" ადამიანია, ზოგჯერ საერთოდ წარმატებულის და მხიარულის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ამასთანავე სტატისტიკური მონაცმებეი აჩვენებენ, რომ არყის მოხმარების მაჩვენებელი იზრდება ისე, როგორც ლუდის.
ფაქტი 4. ადამიანების უმრავლესობა იხსენებს, რომ თავიდან მათ არ მოსწონდათ ლუდის გემო, ისინი აღიქვამდნენ მას უფრო როგორც მწარეს და არასასიამოვნოს. თუმცა ლუდის სმა აღიქმებოდა, როგორც ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის სიმბოლო. როგორ სასარგებლო თვისებებსაც არ მიაწერდნენ ლუდის შემადგენელ ნაწილებს, კონცეროგენები მაინც აკეთებენ თავის დამღუპველ საქმეს, კერძოდ კი, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს განვითარებას.
ფაქტი 5. ლუდი აწარმოებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის, მაგნიუმის და ვიტამინ C-ს ჩამორეცხვას ორგანიზმში. კალიუმის დეფიციტის დროს ხდება გულის რითმის დარღვევები, ჩნდება კანის სიმშრალე და ჩნდება ფეხების სისუსტე. მაგნიუმის დეფიციტი საშიშია იმით, რომ ის ცვლის განწყობას, ხასიათს, ადამიანი უფრო ადვილად ღიზიანდება, უჩნდება ტირილისკენ მიდრეკილება და ცუდად სძინავს. C ვიტამინის ჩამორეცხვით იმუნიტეტი ქვეითდება, ვითარდება ტვინის ჰიპოქსია, იტანჯება ინტელექტი, ადამიანი ხშირად ცივდება. აქედან გამომდინარე სრული აბსურდია იმის თქმა, რომ ლუდს რამე სარგებელი მოაქვს თირკმელებისთვის. თირკმელებს უწევს ლუდის უზარმაზარი რაოდენობის გატარება და გაწმენდა.
ფაქტი 6. ზოგი ფიქრობს, რომ ლუდი სასარგებლოა პოტენციისთვის და საერთოდაც ხელს უწყობს საპირისპირო სქესთან კომუნიკაციას. რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა. თირკმელზედა ჯირკვლებზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო, ალკოჰოლი ბლოკავს მათში ანდროგენების გამომუშავებას, ანდროგენების, რომლებიც ლიბიდოს მამოძრავებელი ძალაა. აქედან გამომდინარე, სექსუალური ლტოლვის შემცირება არის ლუდის მოხმარების პირველი საფასურიც. მამაკაცებისთვის ლუდის სმა იწვევს შეუქცევად დეგენერაციულ ცვლილებებს სპერმაში. ორგანიზმში იწყება ნივთიერების გამომუშავება, რომელიც აფერხებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც შემდგომში მამაკაცის სხეულის ეტაპობრივ ცვლილებას იწვევს. იზრდება კიბოს გაჩენის ალბათობა ქალებში, რომლებიც ხშირად სვამენ ლუდს. ხოლო თუ ქალი ბავშვს ძუძუს აჭმევს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ეპილეფსიური კრუნჩხვები. ასევე ქალს უბოხდება ხმა და ჩნდება ე.წ. "ლუდის ულვაშები".


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев