ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.
მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა.
დილით ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.
ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამოდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).
სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა და, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.
– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.
ბებოც ელოდა.
– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.
ქალაქელებს რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს.
შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.
ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.
ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.
ბინდდებოდა.
გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი
მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან რომელი.
დუღდა ხინკლიანი ქვაბი.
ნაღველი დუღდა ბებოს გულში.
მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.
მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი. ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა: – ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა!
– ამინ!
– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.
ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.
მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.
ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული. ძლივს თიბავდა ბებო ბალახს. მხარი სტკიოდა.
მუხლებშიც ძალა აღარ ედგა. მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.
შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.
იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.
ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.
ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.
– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.
დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები. ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში. მუხლები აუკანკალდა ბებოს.
უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.
ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა. გზას გაჰყურებდა.
ის დღეც მოლოდინში დაღამდა. ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.
დილით კი …
იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.
უშეშოდ დარჩა ბებო.
დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.
მიწაც თოვლით იყო დაფარული. თოვდა.
გამოდარებას არ აპირებდა.
თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.
მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.
საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი.
ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.
ღამ-ღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3