მათ თვალებს უშრეტად ატყვია ცრემლები,
გულში თუ დედაზე სიმღერას მღერიან,
ხატებთან ხმამაღლა ღმერთს სთხოვენ ვედრებით,დედა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ,
ემიგრანტ დედების სიცოცხლე დალოცე,
რის ენერგია და ჯან-ღონე შემორჩათ,
ჩვენ მათი გმირული ცხოვრება გვაოცებს.საიდან სადაო, სად წავა ქართველი,
შვილების მომავალს მიხედოს ოღონდაც,
უკან არ იწევენ ქართველი დედები.
ამაყად გადიან გზა-სავალ გოლგოთას.დაბრუნდით დედებო, სანამდის დრო არის,
სანამდის შვილები გცნობენ და გიცდიან.
ვინც უკვე იგემა ოჯახის დანგრევა,
ეს მწარე გამოცდა მათ უკეთ იციან.მადლობას ვინ გეტყვით, ვისგან რას მოელით,
სიშორით, ნერვებით სულ დაძაბული ხართ,
სანამდის მოგყვებათ ჯან-ღონე მუხლებში,
ოჯახის წევრებსაც მანამდის უნდიხართ.რამდენმა შესწირა სიცოცხლე უცხოეთს,
რამდენმა დაკარგა ქმარი და შვილები,
დაბრუნდით, ოჯახებს პატრონი სჭირდებათ
იხარეთ, იმრავლეთ თქვენს შვილიშვილებში.ნეტავი ვცდებოდე, არ ვიყო მართალი,
ამ სიტყვებს სანამდის კალამი დაწერდეს,
მაგრამ მეც ერთერთი დედა ვარ-მშობელი,
არ მინდა რითმებად შემოვრჩე ნაწერებს.დაბრუნდით დედებო, შვილები გელიან.
სხვის მიწას ეულად ნუ შეაბერდებით,
დახედეთ ხელებს და სახეზე ნაოჭებს,
ვაკლივართ შვილებს და ნატვრაში ვბერდებით...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1