ფიქრის ღმერთი ხარ, ერთადერთი ხარ. ჩემი ცალი ხარ, ერთი ცალი ხარ. ზურგის ქარი და თვალთა ნამი ხარ... ჩემი სუნთქვა და ჩემი დარი ხარ.. ნათელი დღე და ჩემი ღამე ხარ.. ჩემი გზა ხარ და ჩემი მიზანი, ჩემი გრძნობების მისხალ-მისხალი.. გრძნობა ხარ ჩემი მიწიდან ცამდე, ციდან მიწამდე და ზღვიდან ზღვამდე.. უსათაურო ხარ ლექსი, გრძნობებში ჩაქოვილი დარდი. თრთოლვა ხარ ჩემი, სითბო, ზაფხულშიც ხელებს რომ მითბობს.. მოლოდინის ხარ ღამე, ფიქრთა არსი და ღელვა.. გულის ცემა ხარ, მზე ხარ.. დარდი ხარ ჩემი.. 'მე' ხარ.. შენ საათის ხარ ისრები, ყოველ წამებს რომ ვუცდი.. წვიმის წვეთები ხარ ტუჩებზე, ათას კოცნას რომ ვუთვლი.. დედამიწის ხარ ზურგი, უსასრულოდ ხარ ჩემში, სიტყვების ზღვა ხარ ულევი, სილამაზეც კი გეტრფის... ჩემში გიპოვე, აღმოგაჩინე, მას მიგამსგავსე რაც კი მომწონდა, ცხოვრების გზაზე რასაც ვეტრფოდი და რაც ყოველთვის გულით მინდოდა<3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев