
ამოსუნთქვამდე,
არ მიგატოვებ, დამიჯერე, შენთან ვიქნები,
ჩაგეხუტები, როცა გნახავ, სუნთქვის
შეკვრამდე
და ყურში გეტყვი, სიცოცხლისთვის, შენ რომ
მჭირდები,
არ დამივიწყო, გევედრები და არ დამკარგო,
რადგანაც შენი გულისაკენ, უკვე, ვიხრები,
მსურს შენს თვალებში წავიკითხო, უთქმელი
ლოცვა,
ჩურჩულით გითხრა, ჯერ ართქმული, თბილი
სიტყვები,
არ გამიბრაზდე, სითავხედემ თუ კი წამძლია,
შემოვიარე, უნებურად, შენი სიზმრები,
ზმანებადქცეულ სიყვარულში თუ ჩავიხედე
და თუ ვიჩუქე, გადაღლილი, შენი ფიქრები,
არ გაიხსენო, თუ როდესმე გული გატკინე,
თუ კი აქამდე ვერ გითხარი როგორ
მჭირდები,
გემუდარები, არასოდეს გადამიყვარო
და სამუდამოდ, დამიჯერე, შენი ვიქნები..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 29