გული შემტკივა ქალზედა,
ხანდახან ბრაზი მერევა,
ცრემლი მადგება თვალზედა.
საყვედური რამ მინდა ვთქვა,
ზოგიერთ ქართველ კაცზედა,
და ვისაც ეს არ ეხება,
ასეთი გადგეს განზედა.
არ გამიბრაზდეთ,არ გაწყრეთ,
ჯერ მათქმევინეთ სათქმელი,
ვფიქრობ საიდან დავიწყო,
დაგროვდა გულში ნაღველი.
ვიწყებ და აბა თქვენ იცით,
მისმინეთ ყურადღებითა,
ქართველსა კაცსა ოდითგან,
აქებდნენ რაინდობითა.
გამოარჩევდნენ სხვებისაგან,
თავისი მამაცობითა,
მტრისა პირისპირ ყოველთვის,
საარაკო გმირობითა.
ეხლა რა ღმერთი გვიწყრება,
დროა მოვიდეთ გონზედა,
მტრისა გულისად რად ვხდებით,
ასე ვერ გავალთ ფონზედა.
ქალზე ვინაც ხელს აღმართავს,
ელოდოს უფლის სასჯელსა,
გული მეწვება სიმწრითა,
რა ვუთხრა კაცსა ასეთსა.
რა ცხოველური ჟინი გკლავთ,
ეს რა სურვილი გიჩნდებათ,
საით წაუხვალთ ამ ცოდვას,
იმ ქვეყნად მოგეკითხებათ.
ისიც ხომ ღმერთის შვილია,
ნაადრევად კლავთ ღიმილსა,
თქვენი ნეკნიდან შექმნილის
ნუთუ ვერა გრძნობთ ტკვილსა.
სამიზნედ რატომ იყენებთ,
თქვენი შვილების დედასა,
სიკვდილისთვის რომ იმეტებთ,
რა პასუხს გასცემთ იქ ღმერთსა.
იქნებ ოჯახზეც გეფიქრათ,
რა ნახეთ მაგ სასმელშია,
ქალი არასდროს ცუდდება,
კარგი კაცისა ხელშია.
თუ ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს,
ერთად ვერა სძოვთ ბალახსა,
მშვიდობიანად დაშორდით,
ან სხვას რად ღუპავთ,ან თავსა.
ასეთი ქცევით აპირებთ?
თქვენ ევროპაში შესვლასა?
ასეთებს არვინ მიგვიღებს,
თუ ზნის არ იწყებთ შეცვლასა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев