გვირილებს დავკრეკ ჩავიწნავ თმაში
და ვუთვალთვალებ უაზროდ მთვარეს,
სხვას მოვატყუებ ახედე ცაში
მე კი კისკისით დავითვლი წამებს..
გაფრინდნენ წლები, როგორც მერცხალი
თბილ ქვეყნებისკენ იპოვეს გზები,
ვიცი მერცხალი კვლავ დაბრუნდება
არ დაბრუნდება ბავშვობის წლები..
აღარ ვიქნები ისევ პატარა
წყენას თითებით ვეღარ გავიქრობ,
ვიცი დედიკომ ხელით მატარა
ციცქნა ხელები, გულით გამითბო..
ვეღარ მატარებს მამიკო კისრით
მე კი კისკისით ვერ მოვრთავ მინდორს,
პატარა თითებს შევახებ მკერდზე
იცით? მამიკოს, სუნთქვასაც ვიცნობ..
ღიმილისფერი ბავშვობა მინდა
მაშინ გულწრფელი არის ცრემლები,
ჩემი სიცოცხლე, ამისთვის ღირდა
სავსე ცხოვრება კეთილ ფერებით.....
გვირილებს დავკრეკ ჩავიწნავ თმაში
და ვუთვალთვალებ უაზროდ მთვარეს,
სხვას მოვატყუებ ახედე ცაში
მე კი ღიმილით დავითვლი წამებს..
ავტორი:თეონა დეკანაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев