Предыдущая публикация
მოხვალ და უცებ იხსნება სივრცე,
სული თუნდ ბოლო წვეთამდე ვხარჯო,
ერთს მაკოცებ და პირთამდე მივსებ.
შენი ღიმილი სამყაროს მიცვლის,
ლურჯთვალა იებს სულში რომ მაყრის,
და სულ სხვა ხიბლი ექნება ვიცი,
შენი სურნელი რომ ჰქონდეს აპრილს.
აქამდე ჩემში კარგი რაც დარჩა,
შენ ერთს გეკუთვნის ისევ და ისევ,
მე ჩემს სულს ბოლო წვეთამდე ვხარჯავ,
შენ კი მკოცნი და პირთამდე მივსებ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6