დედის გული და დედის თვალები,
შეუდარებელ სითბოს გამოსცემს,
შეუცვლელია დედის ალერსი,
და ვერა ენა მას ვერ გადმოსცემს.
დედის კალთაში თავს მშვიდადა ვგრძნობთ,
და არაფრისა არ გვეშინია,
სანამ დედა გვყავს დავალთ ამაყად,
სანამ დედა გყავთ ნუ გეშინიათ.
შვილებზე ზრუნვით და მათზე დარდით,
თმებს შეჰპარვია უკვე ჭაღარა,
რამდენი ღამე უთენებია,
როცა კი შვილი ავად გამხდარა.
ვინ დათვლის შვილზე დარდებს უძიროს,
და მათზე ფიქრში ღამეებს ნათევს,
ზრუნვას შვილების მომავალზე და,
იმათთვის ხატთან დანთებულ სანთელს?
არასდროს ჩივის თავის გასაჭირს,
და შვილს არასდროს ხელს არ გაუშვებს,
ოღონდ შვილებმა იბედნიერონ,
დაუფიქრებლად გულსაც გაიღებს.
რამდენი ცრემლი იღვრება ღმერთო,
შვილებისათვის, ამას ვინ ხედავს?
და შვილები რომ სწორ გზას დაადგნენ,
რამდენი ლოცვა სჭირდება დედას.
უფალო, ჩვენო, რადგან გვარგუნე,
ქალებს ეს ხვედრი დასაბამიდან,
გვაჩუქე მარად მათი ღიმილი,
რომ აღარ ვღვაროთ ცრემლი თვალიდან.
ჩვენო შვილებო,თქვენ კი ამას გთხოვთ,
ნუ დაამადლით დედებს სიყვარულს,
სანამ გვერდით გყავთ, გაუთბეთ გული,
რომ მერე მწარედ აღარ ინანოთ.
დედაშვილობის მადლი გფარავდეთ,
დედებსაცა და იმათ შვილებსა,
ამ დიდ გრძნობაზე ბევრი თქმულა და,
რამდენი კიდევ დაიწერება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1