
-------------------------
გაზაფხულს ვადარე ეს ჩემი სული,
სიყვარულით და სითბოთი სავსე,
არც ზაფხულის მწამს, არც შემოდგომის,
შორს გადამალეთ ზამთარი სადმე.
ყვავილობის ჟამს მიყვარს ბუნება
და გაზაფხულის მწველი მზის კოცნა,
ვიდრე ამ გულში გაზაფხული დუღს,
მაშ, შენ ზამთარო მოგიწევს მოცდა...
რაშის ქროლვაშიც ჩემს სულსა ვხედავ,
ფლოქვების ხმა კი მუსიკად მესმის,
მე ყველა მესერს გადავეველები,
ის მებრალება, ვინც ისრებს მესვრის...
ჩემს გაბრაზებას ვადარებ ელვას,
ცა რომ დასჭექავს ჭექა-ქუხილით,
მერე შვიდფერად აელვარდება,
და ვიღას ახსოვს წყენა-წუხილი.
ხან კი ღრუბლიან ცასაც ვედრები,
ზეცა რომ ჩემი ცრემლებით ტირის,
ღმერთო! გვაკმარე დარდი და გლოვა,
გული ვერ უძლებს უზომო ტკივილს...
ეეჰ!!! გაზაფხული სულ ვერ იქნება,
რაშიც იღლება, წვიმაც ჩერდება,
გვინდა თუ არა მაინც დაგვათოვს,
ყველა ჩვენგანი, მაინც ბერდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев