
ერთი მისხალიც ვერ ვიპოვე ჩემი თავიდან...
ყველა ოცნება სათითაოდ გადავიბირე
მერე წავედი შენი სულის ღია კარიდან...
დამთავრდა...
ახლა მისალმებაც რთული გახდება,
ყველა ენაზე ასე კარგად არ ჟღერს ნახვამდის,
დასანანია , ოცნებები ისე არ ხდება
თუ ამ მიწიდან არ გაყევი უფლის სახლამდე...
სახლი კი ალბათ უჭეროა, უმისამართო
და როგორც უფალს,
ცად ასვლითაც ვეღარ შეწვდები,
დღეს შენთან ყოფნა ისეთია, ვეღარ გაართობ
ვერც ოცნებით და მით უმეტეს ჩემი ლექსებით...
ნახვა- მდე ...ასე სამომავლოდ მაინც გიბედავ
რა მარტივია ყველაფერი...ოღონდ მე რთული ,
და მაინც წასვლას სხვა ვერავინ ვერ გაიგებდა
სხვა ვერაფერი ჩავიდინე დღეს პოეტური...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев