.....
ყველგან დავეძებ...
იმ ლამაზ თვალებს...
მისი სადარი ვერ მიპოვია.
წყვილად ელვარე
მაყვალს შევხედე...
თვალთა ელვაა გამიგონია.
არა,არც მათში
ვნახე რამ მსგავსი...
მისი თვალები მზის სადარია,
ვერ გამიგია სხვას რატომ უკვირს
მაგ თვალებმა, რომ მე გადამრია.
.......
გულს არ უნდა გაგონება,
-არა! იგი აღარ მოვა.
-რომც მოვიდეს რას ეტყოდი?!-
მეკითხება ფიქრთა ხროვა:
-რას ვეტყოდი და არაფერს,
ჩავიკრავდი უხმოდ გულში,
ალერსით და ტუჩზე კოცნით
შევიყვანდი ფაცხას, წნულში.
ტბის ნაპირას დავუდგამდი
სადედოფლოდ მორთულ ტახტსა...
ვუმზერდი და ვაკურთხებდი
ჩემი გრძნობით შექმნილ ხატსა.
მინდვრის ლამაზ ყვავილებით
ავუვსებდი ლამაზ თვალსა.
ჩემის ნებით მონობაში...
არც მოვთხოვდი სამართალსა.
...მის გვერდით,რომ ვიქნებოდი
ავაჟღერდი ფრინველთ ხმასა.
მოფერებით... გადავრევდი...
სულ იხაროს...წუთს და წამსა,
ყოველ დილით მივართმევდი
ვარდს , ზამბახსა და იასა.
არემარეს, სადედოფლოს?!
დავარქმევდი '' ...მაიასა.''
თ.რუხელი.
04.08.2013.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев