Предыдущая публикация
მაისის რჩევა
მე მაისის დილამ თვალი
...ამივსო და გამიღიმა.
მერე რაა შეიცვალა
ბუნება... და მოიწვიმა.
დღეს წვიმაა,გუშინ ცრიდა,
შეიძლება ხვალ იმზეოს...
რაც მე შენთვის სითბო მინდა
თვით გარემომ აგიმზეოს.
სიყვარულის გვერდით გევლოს
თან გფარვიდეს მუდამ ღმერთი.
მინდა ერთს რომ ერთგულობდე...
იერთგულე ერთადერთი.
თ.რუხელი.
01.05.2015.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев