
ო, ღმერთო ჩემო... ეს რამდენი ვნახე მსგავსება...
დროს ისე მოყავს გაზაფხული ვერც კი ვგებულობთ...
და სიყვარულიც უკითხავად გულში სახლდება.
გაზაფხულს ახლავს ათასგვარი ფერის ცვალება,
დღეს თუ მზე სუსხავს... ხვალ იქნება ელვა, გრიგალი,
მერე იწვიმებს... მერე ისევ ქარი დაბერავს...
და ცხრა თვალა მზე... როგორც ადრე ხდება მცინარი.
არც სიყვარული არ არსებობს სულ ერთ ფერებში...
მასაც სიგიჟე არანაკლებ ჩვევად ჰქონია...
გულში შემოვა... დაგათრობს და დაგისაკუთრებს...
და ამ სიყვარულს გულის ტკენა როგორ სცოდნია.
გაზაფხულს მოაქვს... სილამაზე, სულის მშვენება...
და სურნელება... სიცოცხლეს რომ ასე აღვიძებს,
გაალამაზებს ეზო–ბაღებს... რთავს საპატარძლოდ...
და თუ განრისხდა... რაც კი შექმნა წუთში გააქრობს.
სიყვარულიც ხომ ლამაზია... არ ჰყავს სადარი...
ახლავს სინაზე... სილამაზე... ხატავს და ხარობს...
და ღმერთმა ნუ ქნას... რომ სიყვარულს ბზარი გაუჩნდეს...
გადაირევა... და უკუღმად დადგავს სამყაროს.
აი, როგორ ჰგავს სიყვარული თურმე გაზაფხულს...
ორივე ნაზი, ლამაზი და მართლაც მკაცრია...
თავის სინაზით გაზაფხული ჰგავს საპატარძლოს...
სიყვარული კი ამ ცხოვრების დიდი აზრია.
და როგორა ჰგავს გაზაფხული მართლაც სიყვარულს...
მხოლოდ, გაზაფხულს გარკვეული დრო ხვდა ნაწილად...
დრო შეიცვლება... და გაზაფხულს შეცვლის ზაფხული...
მაგრამ, სიყვარულს არ ვუსურვებ... ცვალებადობას...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1