
სიყვარულიც მზეს ემსგავსება...ვარდს ეჯიბრება სილამაზით... თითქოს მაისიც...ყველა ყვავილი თავგანწირვით... თავს კი იწონებს...მაგრამ დედოფალს... ვარდის სურნელს... წვდება აისი...
ვარდობის თვეში... წვიმაც უკვე თბილზე თბილია...მინდვრის ყვავილებს... სისხლის ფერი ყაყაჩო შვენის...თითქოს სითბოც და... მონატრებაც სულ სხვა ფერია...და გაზაფხულიც... თითქოს ხელით შეხებას ელის...ვარდობის თვეში... ელოდება ვარდსაც ბულბული...რომ უგალობოს...მის სიყვარულს უცხო ჰანგებით...ვარდი უეკლო... რა ვარდია თუ არ უმღერე...თუ არ შეაქე... ხომ ჩაგაკვდა ხელში დარდებით...
ვარდობის თვეში... დაებერათ კვირტები ვარდებს...ჩვენი გულებიც... თითქოს ვარდის იმ ფერებს ელის...კვირტს რომ დააღწევს... სილამაზედ რომ გაიშლება...და თავის სათქმელს... ჩუმად მაგრამ ფურცლებად გვეტყვის... ვარდობის თვეშიც... ისევ ისე დაგელოდები...სიყვარულს მაინც... ისევ მომთხოვს ურჩი დაისი...იცი რომ ეს თვე ვარდისაა... ჩვენ არ დაგვითმობს...მხოლოდ მე გითმობ... შენ მოხვიდე როგორც მაისი..
/მზია კაჯილაშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев