ღმერთმა შენთვის გალაქტიკა გააჩინა, შენთვის საარსებო ადგილი, საარსებო წყარო და საარსებო პირობები შექმნა, მოგცა ხელი, ფეხი, თვალი, ყური, გული და სხეულის ყველა ნაწილი უფასოდ, ყველა არსებაზე მაღლა დაგაყენა, რადგან ყველა არსებაზე განსხვავებული განძი = ჭკუა-გონება გიბოძა, საკუთარი სული შთაგბერა, გენდო და დედამიწა ჩაგაბარა, თუ როგორ განაგო და როგორი ცხოვრებით იცხოვრო ღვთაებრივი სიტყვა გარდმოგივლინა, შუამავლები შეგაშველა და ამ ქვეყანაზე სტუმრობის შემდეგ მარადიული სასუფეველი- სამოთხე განგიწესა ერთადერთი პირობით - იარო ღმერთის მიერ განწესებული სწორი გზით ანუ არ იარო ეშმაკის გზით/ ამდენი წყალობის შემდეგ პასუხიც აღარ მოგეთხოვოს ადამიანო?
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1