სასახლე კალბერცონი მდებარეობს შტატ ინდიანაში. ეს არის დაწყევლილი ადგილი საშინელი ისტორიით. 1888 წლის შემოდგომის ერთ ღამეს სასახლეს დაარტყა ელვამ და გაჩნდა ხანძარი, ხანძარმა გაანადგურა სასახლის მთელი ინტერიერი და ყველა ვინც სასახლეში ცხოვრობდა დაიღუპა. მრავალი წლების განმავლობაში სასახლეში ცხოვრება არავის სურდა, რადგან ყველა თვლიდა, რომ ეს სასახლე არის დაწყევლილი და მასში ჯერაც კიდევ ცხოვრობენ ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების სულები.
დაწყევლილი შენობა მიტოვებული იყო 1933 წლამდე, სანამ ის არ იყიდა ექიმმა ჰაროლდ ვებმა. ექიმი გადავიდა იქ საცხოვრებლათ თავის ოჯახთან ერთად და ღებულობდა დიდი რაოდენობით პაციენტებს სახლში.
დროთა განმავლობაში ექიმის შვილებმა დაიწყეს ისტორიების მოყოლა ბნელ კაცზე, რომელიც მოდის მათ ოთახში კედლებიდან. შენობის ქვემოდან ისმოდა საშინელი ხმაური. ყვირილი და საშინელი სუნი ამოდიოდა იატაკიდან. ექიმმა ვებმა და მისმა ცოლმა ყურადღება არ მიაქციეს ბავშვების ნაამბობს და ჩათვალეს ბავშვურ ზღაპრებათ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ყვირილის და სუნის იგნორირება. ექიმმა ვებმა გადაწყვიტა სარდაფში ჩასვლა და მისი გამოკვლევა, ხოლო ოჯახის წევრები მას ზემოთ ელოდებოდნენ. როდესაც ის დაბრუნდა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ვერაფერი იპოვა განსაკუთრებული, მაგრამ ბავშვები მაინც აგრძელებდნენ საუბარს თავიანთ სტუმარზე.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев