ალბათ უშენობას უნდა დავაბრალო ჩემი აპათია,
ალბათ გაჭირვებას უნდა ვუმადლოდე,თუ რამ მაბადია..
ალბათ ბანალურად მეც უნდა ვიფიქრო,სხვას რომ ვგავდე,
ალბათ სიყვარული არ უნდა აგიხსნა,რომ მიყვარდე.
ცა რომ წვიმის წვეთებს გულზე ღილად იკრავს,ალბათ მიტომაა,
რომ დაბლა, მიწაზე თმა ვერ დავისველე (უკვე ერთი თვეა).
ალბათ სიყვარულიც ისე საკმარისად არ გვიმონებს,
თორემ სამყაროში რამდენი სირცხვილი და ღალატია...
ალბათ ვერ ამოვხსენ ჩემი უიღბლობის რთული კროსვორდები,
ალბათ სისხლძარღვებიც გულის სისხლზე მეტად ცრემლით ნალამია.
ალბათ შენი კოცნაც მიტომ არ მეღირსა ასე გამეტებით,
რომ შენი ტუჩები ჩემი უკვდავების უტყვი წამალია.
ალბათ ეს ლექსებიც არის ნაწვალები სულის მეტაფორა,
და მეც ცოდვებისგან ისე გავილეშე,სულს ვანაგვიანებ.
ალბათ ჩემს მაგივრად ყელთან დამფრთხალ პულსზე სულ სხვა გეამბორა,
მე კი სიჩქარეში უფრო ვყოვნდები და უფრო ვაგვიანებ.
ალბათ ისევ მოვა წელსაც გაზაფხული მარტის გაგიჟებით,
ზამთარი მომახურებს ხალას ხასიათზე თეთრ,ცივ აპათიას..
შენსკენ გადმოდგმული ჯიბრით უკან მრჩება მაინც ნაბიჯები
და მთელი ცხოვრება შენი უშენობა გულში მაბადია!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев