მაგრამ ისე შეიძლება გაგიტაცოს ფლირტმა სიგიჟემდე შეგაყვაროს ადამიანი მიუხედავად იმისა იცი, რომ ეს სიყვარული აკრძალულია.... გრძნობას ყვები, რომელიც ცისკენ კი არა სადღაც უფსკრულში მიგათრევს თავს იმშვიდებ "მერეზე მერემ იფიქროსო" და თავს კარგავ.... "მერემაც" იფიქრა და... განაჩენი გამოიტანა აი ისეთი განაჩენი სულის ნაწილები რომ დაგიქუცმაცა... სულ სხვა ადამიანად გაქცია.... მაშინ როდესაც გეგონა რომ შენი ხელი ძალიან მაგრად ეჭირა და გეგონა არასოდეს გაგიშვებდა ღრუბლებში ასულმა ხელის გაშვება იგრძენი... თავიდან ნელ ნელა... არ უნდოდა უცებ დანარცხებოდი მიწას, არ უნდოდა შენი ხელის სითბო დაეკარგა.... განა იმიტომ რომ ეგოისტია და შენი სიყვარული სიამოვნებდა, არა!!! უბრალოდ ისიც გრძნობდა იგივე სიგჟეს მაგრამ ქვემოთ... მიწაზე... რაღაც ექაჩებოდა, სიამაყე ექაჩებოდა.... ბოლოს მაინც დაგტოვა.... ხელი გაგიშვა და შენც მიწაზე დაეშვი.... ყველაფერი შეცვლილი გეჩვენა, უღიმღამო,ხალის დაკარგული.... იგივე ცხოვრებით ცხოვრობ როგორც ადრე თვეების წინ მაშინ როცა მისი სიყვარული გიყვარდა, როცა მისი ნათქვამი "მიყვარხარ" გიყვარდა... არაფერი შეცვლილა უბრალოდ "ის" აღარ არის ისეთი როგორიც ადრე როცა ცხოვრებას გილამაზებდა.... წასვლისას "დაგამშვიდა" ძალიან მიყვარხარ, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვს მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს...ნახე გავა 1-2 წეილი და ყველაფერი შეიცვლება და ამ ყველაფერზეც გაგეცინებაო.... არადა 11 წელი გავიდა უკვე, მაგრამ არაფერი შეცვლილა გულში, სულ არაფერი.... მისი ხსენებისას თვალები გისევდიანდება... ხმაც გეცვლება... ფოტოების ნახვისას სუნთქვაც გიჭირს.... და ხვდები მისი "დაპირება" 1-2 წელში "ამ ყველაფერზე გაგეცინებაო" ტყუილია.... ხვდები რომ საკუთარ თავთან ბრძოლა და ჩიჩინი რომ აღარ გიყვარს სისულელეა.... ხვდები რომ უნდა საბოლოვოდ დაამთავრო ყველანაირი კონტაქტი მაგრამ ვერ ამთავრებ და ისევ იმას ფიქრობ..... "მერეზე მერემ იფიქროს".... ნეტა მისი "მერე" რას ფიქრობს?? ალბათ არც არაფერს... მაგრამ აი ახლა ზუსტად ახლა მოგწერა.... ყოვეთვის მახსენდებიო... დღესაც თქო რომ ეკითხები.... დღეს განსაკუთრებითო....მისი გონებრივი "მერე" იცი რომ აღარაფერს ფიქრობს გულს კი ალბათ ის ყველაფერი სასიამოვნოდ ახსენდება და ეღიმება....რაღაცნაირი თავისებური სევდიანი ღიმილით.... შენ რომ გიყვარდა იმ ღიმილით..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев