მინდა გიყვარდე,ისე,როგორც არავის არვინ,
მინდა,გიყვარდე,სულ მჩუქნიდე მზეს და ალიონს,
მინდა,გიყვარდე,მაგრამ არა ასეთი მალვით,
წინ მივუძღვოდეთ სიყვარულის მზისფერ მაყრიონს...
მინდა,სიცოცხლე მანაცვალო დაუყვედრებლად,
მინდა,სათუთად რომ ჩამიწნა თმებში იები,
მინდა,სანამდე შემოდგომა მომიკაკუნებს
და ხელში შემრჩა ცრემლიანი კამელიები...
მინდა,დაბრუნდე იასამნის სველი კონებით,
მინდა,მითხრა,რომ უჩემობა გესაუკუნა,
მე კი უსიტყვოდ, მიმქრალ მკერდში ჩაგეკონები
მეტყვი,უჩემოდ რომ მზის სხივიც გექცა უკუნად...
მინდა,ყინწვისის ანგელოზთან აღთქმა რომ დადო,
მინდა,მჯეროდეს,რომ დღეიდან სიტყვას ასრულებ,
მინდა,დამპირდე,ჩემს ყველა ცრემლს და გულისტკივილს
ნაზი ამბორით დამავიწყებ, გააწარსულებ...
....მე შენთან მინდა....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев