დილით მაღვიძებდეს სუნთქვა შენი, სუნთქვა დაღლილი, ასაკთან ერთად გულის ცემა რომ მოიმატებს შენში და ჩემში. თვალებს გავახელ, ვიგრძნობ შეხებას, შუბლზე მაკოცებ...მერე ავდდგები, ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვები ოთახს, სამზარეულოს კარებს შევაღებ. ჩაი თუ ყავა? გკითხავ ღიმილით, მოხვალ ახლოს, სკამს მოძებნი, ჩამოჯდები და გვერდს დამიმშვენებ, ძალას მომმატებს ის სიახლოვე, გვერდით რომ გიგრძნობ, მერე ღიმილით ჩაის მოგართმევ...შუადღე მოვა. გულში ჩამიკრავ, საღამოს კიდევ გავისეირნებთ. ზაფხულის წვიმა თმებს დაგვისველებს, მე შემცივდება შენ ხელებს მომხვევ... ეს ოცნებაა, წლების მერე... მე შენით მინდა ეს სიყვარული, მე შენთან მინდა ეს სიცოცხლე, მე შენად მინდა შენთვის დავბერდე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1