კვლავ ვუდარაჯებ შენეულ სუნქვას,
შენ თუ არ მეყოლე, შენ თუ არ იქნები,
ჯანდაბას ჰაერი მე შენით ვსუნთქავ!...
ღამეში ჩამწვარა ლამპიონები,
უკვე მერემდენედ ქაღალდი დავღალე,
გუშინ სიმზმარში გნახე რატომღაც,
მერე ფიქრები ცაზე დავხატე...
ჯანდაბას სიცოცხლე მე შენით ვცოცხლობ!
რაა მომავალი თუ წუთებს ვფანტავ,
არ ვიცი რა გითხრა ან როგორ დავიწყო,
ბანგით გალეშილ ოცნებებს ვხატავ,
ჯანდაბას ლექსები, მე არ ვარ პოეტი
ჩემზე ამბობენ: ,,მგონი ვერ არიʺ
ვიცი შემხედავ და გაიფიქრებ:
,,გამომივიდა ესეც მწერალიʺ.
ჯანდაბას ფერები, მე არ ვარ მხატვარი,
არავინ არ ვარ თუ ვინმემ იკითხოს,
უბრალოდ მეხოტბე შენი და ლექსების,
ვისაც რა უნდა ის გაიფიქროს!...
ჯანდაბას ოცნება, ჩემი ფიქრები,
კვლავ ვუდარაჯებ შენეულ სუნთქვას,
შენ თუ არ მეყოლე, შენ თუ არ იქნები,
ჯანდაბას ჰაერი, მე შენით ვსუნთქავ...(


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев