
ან შენს თვალებში, რატომ ვხედავ უსაზღვრო სითბოს,
რა მიხარია, როცა გხედავ, ამას ვერ ვხვდები,
გულში ჩაგეკრა, ჩემი სული, ამას რად ითხოვს,
იცი, სიყვარულს, რომ არა აქვს კეთილი ბოლო,
იბადება და საკუთარ თავს ბოლომდე გითმობს,
შენი სუნთქვა კი მას მიჰყვება, სანამდე ცოცხლობ,
ის არ მთავრდება და ყოველთვის თავისთან გიხმობს,
როცა გგონია, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,
როდესაც სული მგლოვიარე მუსიკას ითხოვს,
ანგელოზივით უხილავი, ის შენთან მოვა,
გულში ჩაგიკრავს და გაჩუქებს უამრავ სითბოს,
სწორედ, ამიტომ მეთბილება შენი სიტყვები,
შენს გულში ჩაკვრას ჩემი სულიც ამიტომ ითხოვს..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев