
მაინც შენს გულში დავბინავდები,
მე უარს ვიტყვი სიმდიდრეზე და
შენს სიყვარულში დავიხარჯები,
ჩვენს სასთუმალთან ლოცულობს მთვარე,
ჩუმად იწვიან თაფლის სანთლები,
თითქოს ცხოვრებას, ამ სიყვარულით,
სურს დაგვიბრუნოს ძველი ვალები,
მე შენ გენდობი, შენს გულის ძგერას,
არც მინდა და ვერც დავემალები
ისე მიყვარხარ, როგორც არასდროს,
არავის, ქვეყნად, არ ეყვარები,
ჩვენს შემოდგომას ეცვალა ფერი
და გულის კართან შედგნენ წამები,
გზის გასაყართან როდესაც შეხვდნენ,
შეშლილი ზღვის და ზეცის თვალები...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1