და გულო... და მერე ხორცო!
მოდით ჩემო მეგობრებო!
კითხვა დავსვათ სრული.
რატომ არის ეს ოხერი
სულს ასე მიკრული:
--ბატონო გულო! იტყვიან ასე--
სულო და გულოს,--რას გულისხმობენ.
შენ ხარ მოკვდავი,ის უკვდავია,
ორივეს ერთად რატომ უხმობენ.
--შენ მეკითხები?!ხორცო უჭკუოვ!
რისთვის გჭირდება ამის გაგება.
მე, რომ არ ვიყო,ის, რომ არ იყოს
შენი დიდება ადრე წახდება.
--ბოდიშს მოგიხდით, ბატონო, გულო!
მე არც კი მსურდა თქვენი ჩაქება.
მე სულს ვადიდებ,ის უკვდავია
და ჩემი ხორცი რატომ წახდება.
--შენისთანების უმადურება
არტერიამდე არის ასული.
შენ გაიხსენე დღევანდელობა
და გაიხსენე შენი წარსული.--
როგორ ცხოვრობდი და მლიქვნელობდი,
როგორ ქალწულებს უნგრიე გული.
ასე თუ ისე შენ ნებივრობდი
მე კი ვიყავი მუდამ ბედკრული.
კიდევ მიბედავ! მე ვინ ვარ,რა ვარ!
სულს, უკვდავება,რომ მიაწერე.
ჩემს უკვდავებას თუ დაეძებდი
გასახრწნელ ხორცთან რად მიმაკერე.--
ადგა გული და შესწყვიტა ცემა,
ისევ და ისევ თავის სხეულის.
რას გააწყობდა ხორცი თვით გულთან
დასჯილი გახდა გადარეულის...
მაშინ ჩაფიქრდა სული უკვდავი
რად მჭირდებაო გულის ტუკ--ტუკი,
ხორცმა იკითხოს,ცოდვილმა ხორცმა
და შემოისხა ზეცის ქურთუკი.
ზეცას აფრინდა კეთილი სული...
მიწას შემორჩა ხორცი და გული.
სული ზეცაში დანავარდობდა,
ხორცი და გული აღარ ვარგობდა.
....
ადამიანო, იცოდე! ხორცს მარტო გული პატრონობს.
ამაღლებული, რაც არის, მხოლოდ და მხოლოდ სულია.
ზეცას ახედე, რომ ბრწყინავს,იქ სულის სიყვარულია.
სულს რით შეამკობ სულია,ხორცი კი დაკარგულია.
თ.რუხელი.
09.02.2015.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев