
წახველ...
შენც აიწეწე შუბლზე წარბები.
გაგიჟებამდე რაღაც წამია,
რა ვქნა მეც წავალ,დავიკარგები..
მთვარემ რამდენჯერ მანახა თავი.
ამოდის მზეც და ჩადის საღამოს.
მაგრამ არაფერს არ აქვს ელფერი.
გულს ურჩევნია შენთან აღამოს.
გულს ვერ შევკადრე მე დავიწყება.
შენზე ფიქრები არ მშორდებიან.
ცაზე ვარსკვლავებს ვეთამაშები,
შენს თავს მაგონებს, როცა სწყდებიან.
რატომ? ან რისთვის? არ გენაღვლები.
რისთვის დამტოვე ბედის ამარა,
ჩვენ ხომ გვინდოდა ზეცას ნავარდი
და იქ შეგვეკრა გულთა კამარა.
ო,ღმერთო ჩემო!ვის ვთხოვო შველა,
თუ შენმა თავმა ვეღარ მიშველა...
დავეხეტები...ვეღარ ვპოულობ,
სადღაც, რომ დადის,ის ჩემი შველა.
თ.რუხელი.
08.02.2015.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев