
ისე დავიღალე ,მინდა ,რომ გავჩერდე ,
მინდა ,რომ ღიმილი თავიდან ვისწავლო ,
ნეტავ სითბო ვიყო და ვინმე გამცემდეს .
მინდა ,რომ ზღვა ვიყო ,დიდი და ძლიერი ,
და ასე ,უბრალოდ ვუყვარდე სულ ყველას ,
მინდა ჩემს ნაპირთან ჩამოჯდეს ვიღაცა ,
ტკივილი გამანდოს თვალებით , უთქმელად .
მინდა ,რომ მთა ვიყო ,დიდი ,თოვლიანი ,
ჩემს ძირთან შიშნარევ ღიმილებს ვხედავდე ,
მაგრამ დღეს ,ამ წუთას მე ,ადამიანი ,
ჩემს სათქმელს მინდა ,რომ ბოლომდე ვბედავდე .
მინდა წვიმა ვიყო , როცა მომინდება ,
მაშინ მოვიდოდი ცრემელბად ,
ვიცი ეს სისვლელე უფრო მომიხდება ,
როცა სიძლიერე მბეზრდება .
მინდა ,რომ ნიღბები მოიხსნათ სულ ყველამ ,
სიყალბე ზედმეტად დაგაცვდათ სახეზე ,
მინდა რომ გიყვარდეთ ,მიგებდეთ უთქმელად ,
მინდა ,რომ ტკივილის გარეშე დავბერდე ....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев