Предыдущая публикация
ის რასაც მუდამ ვეძებდი..
მუზა სიტყვა და სმენა ხარ
და სიხარულის ცრემლები..
დუმილში ნაზი ბგერა ხარ
რასაც უსიტყვოდ ვნებდები..
ამის პატრონიც შენა ხარ
ვწერ და ვეღარა ვჩერდები!
ცაზე ვარსკვლავი მოვწყვიტე
როდესაც ძლიერ ელავდა..
მასზე ამბები მომიყვნენ
ზღვის ტალღები რომ ღელავდა..
ანგელოზები მოფრინდნენ
ბოლოჯერ გაიელვა და
იმედის სხივებს სტყორცნიდნენ
ცუდი აქციეს ფერფლადა!
გულში ჩავისვი ვარსკვლავი
სულში მინთია კელაპტრად..
მსგავსი არასდროს მენახა
ანდა სად უნდა მენახა!
შენ ჩემი გამარჯვება ხარ
მარადისობის რწმენა ხარ..
შენ ჩემი აღმაფრენა ხარ
შენ ჩემი აღმოჩენა ხარ!!!
💝💝💝მ ა რ ი ა მ ს💝💝💝
ავტ: †ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев