Предыдущая публикация
დავწერდი მზის ჩასვლაზე, როგორც რაღაცის დასასრულზე, ან უბრალოდ, დასაწყისზე.
დავწერდი ერთგულებაზე, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ ეზარებათ...
დავწერდი დაღლილ ხელებზე, საკუთარი მკლავების ჩახუტებაც რომ აშინებს...
დავწერდი რწმენაზე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა...
დავწერდი სიმშვიდეზე, რომელიც ყველაზე ხმაურიანია...
დავწერდი მოლოდინზე, რომელიც იმედგაცრუებას უდრის.
დავწერდი ღიმილზე, რომელიც ყველაზე ტკივილიანია...
დავწერდი ყველაფერზე, რაც არ ჩანს და ხედავ ...
დავწერდი, მაგრამ ვინ გაიგებს?!
მამა პეტრე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев