ფქვილი - 250 გრამი, შაქარი -
500 გრამი, კვერცხი - 6 ცალი, კარაქი - 250 გრამი, კაკაო - 100 გრამი,
ნამცხვრის საფუარი - 2 პაკეტი, მიწის თხილი - 250 გრამი.
250 გრამი
მიწის თხილი მოხალეთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთით. გააგრილეთ,
გაასუფთავეთ კანისგან და წვრილად დაჭერით. მიქსერის ჯამში ჩადეთ 250 გრამი
კარაქი და ათქვიფეთ. დაამატეთ 100 გრამი კაკაო და აურიეთ.
მიქსერის
მეორე ჯამში ჩაასხით 6 კვერცხი, ათქვიფეთ და დაამატეთ 500 გრამი შაქარი.
მიღებულ მასას დაუმატეთ 250 გრამი ფქვილი, 2 პაკეტი ნამცხვრის საფუარი,
დაჭრილი მიწის თხილი და ერთმანეთში შერეული კაკაო და კარაქი. ეს ყველაფერი
კარგად ათქვიფეთ.
მომზადებული მასა ღუმლის ტაფაზე გადაკრულ ქაღალდზე
დაასხით, გაასწორეთ და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. დაახლოებით
30-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ 180 გრადუსზე.
მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმლიდან, დააცადეთ გაგრილება და მიირთვით გემრიელად!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев