რა არის პროტეინები?პროტეინი (Protein), იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომლებიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება. სწორედ პროტეინები შეადგენენ კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს. კუნთოვანი ქსოვილების ზრდა დადებით აზოტოვან ბალანსს მოითხოვს. გარდა ამისა, პროტეინებში გულისხმობენ სპორტული კვების ტიპს, რომელიც კონცენტრირებული ცილებისაგან შედგება.
პროტენი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საკვები დანამატია აქტიური სპორტით და ბოდიბილდინგით დაკავებული ადამიანებისთვის. პროტეინების კომპლექსი წარმოადგენს სპორტული კვების დანამატს ცილების მაღალი შემცველობით, რომელთა კონცენტრაცია 70-95%-ს აღწევს. პროტეინები ორგანიზმში იშლება ამინომჟავებად, საიდანაც შემდეგ სინთეზირდება ორგანიზმის ცილოვანი მოლეკულები, რომლებიც კუნთო
ტკივილი ვარჯიშის დროსავტორი: dato2900 | 21-01-2012, 16:11 | კატეგორია: სხვა დანარჩენი |
არ არის ტკივილი არ არის სარგებელი? ფიტნესთან დაკავშრებით ეს ფრაზა ჩამოყალიბდა 80–იან წლებში. მას შემდეგ ხალხს ჰგონია, რომ სავარჯიშო პროგრამიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად აუცილებელია ტკივილი იგრძნო. მრავალი ადამიანის მცდარი შეხედულებისამებრ ხომ რაც უფრო მეტია ტკივილი მით უფრო ეფექტურია ვარჯიში და შესაბამისად სასურველი შედეგიც უფრო ახლოსაა. რეალურად კი მტკივნეულმა ვარჯიშმა, შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემისა და სახსრების სერიოზული ტრავმები და ცხოვრების აქტიურ სტილს ხანგრძლივი დროით ჩამოგვაშოროს.
ტკივილი სხეულის საგანგაშო სიგნალია და არა ვარჯიშით მიღწეული შედეგის საზომი. ტკივილი
არ არის ტკივილი არ არის სარგებელი? ფიტნესთან დაკავშრებით ეს ფრაზა ჩამოყალიბდა 80–იან წლებში. მას შემდეგ ხალხს ჰგონია, რომ სავარჯიშო პროგრამიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად აუცილებელია ტკივილი იგრძნო. მრავალი ადამიანის მცდარი შეხედულებისამებრ ხომ რაც უფრო მეტია ტკივილი მით უფრო ეფექტურია ვარჯიში და შესაბამისად სასურველი შედეგიც უფრო ახლოსაა. რეალურად კი მტკივნეულმა ვარჯიშმა, შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემისა და სახსრების სერიოზული ტრავმები და ცხოვრების აქტიურ სტილს ხანგრძლივი დროით ჩამოგვაშოროს.
ტკივილი სხეულის საგანგაშო სიგნალია და არა ვარჯიშით მიღწეული შედეგის საზომი. ტკივილი ვარჯიშის დროს მიგვითითებს, რომ არასწორად ხდება კუნთის დატვირთვა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღება
ადვილად იკუნთება თუ არა ქალი ვარჯიშის შედეგად?ავტორი: dato2900 | 12-05-2012, 19:42 | კატეგორია: სხვა დანარჩენი |
ვარჯიშის შედეგად ხომ არ დავიკუნთები?
ეს პრობლემა როგორც წესი ქალთა სქესის წარმომადგენლებს აწუხებთ, რაც სავსებით გასაგებია – ყველას სურს ლამაზი და ჩამოქნილი სხეულის ფლობა და არავის იზიდავს დამსხვილებული, გამოკვეთილი კუნთების მქონე ქალბატონის ტიპაჟი, როგორიც ზოგიერთი პროფესიონალური სპორტის მიმდევარ ან ბოდიბილდერ ქალთა სქესს შორის გვხვდება. ამ საკითხის აქტუალობის გამო, გადავწყვიტე ცალკე თემა ქალთა მუსკულატურას მივუძღვნა და ავხსნა კუნთოვანი ქსოვილების განვითარების ფიზიოლოგია, მიზეზები და რამდენად რეალურია ან ადვილი ვარჯიშით ზედმეტად მათი გამოკვეთა.
საიტზე რამდენიმე პო
მეტაბოლიზმის დონე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებიავტორი: dato2900 | 12-05-2012, 19:51 | კატეგორია: სხვა დანარჩენი |
მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გადაქცევის პროცესი.
არსებობს სამი ტიპის მეტაბოლიზმი: დაჩქარებული, ნორმალური და ეკონომიური. ხშირად შურთ დაჩქარებული მეტაბოლიზმის პატრონების – ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლიათ ჭამონ ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით და ერთი ზედმეტი კილოგრამიც კი არ მოიმატონ წონაში. ნორმალური მეტაბოლიზმი აქვთ საშუალო აღნაგობის ადამიანებს, ისინი კარგ ფორმას ინა