ღვერა-ღვერა დაგილაგო ლექსები, კალმის წვეროც „მოსაწკეპი“ გამიხდეს, ვიოცნებებ, – მოდი, ვითომ ვერც ვხვდები, ისევ მასზე, რაც არასდროს ამიხდეს. ხან ვიფიქრებ, დავთმო ყველა ოცნება, შევერიო ამ ცხოვრების სიბილწეს, მაგრამ სული მერე თავთან მიჩივის – ეს ხევსური, ჰეი, საით მიიწევს?! ხელის მტევნებს შევაჩვიე ჭიქები, ქუჩა-ქუჩა, ხეტიალი დამჩემდა, დღეში თითქმის მთელ სამყაროს ვხვდებოდი, ღმერთის გარდა კი ვერავინ მამჩნევდა. ფულად მხოლოდ შემრჩენია ხურდები, სამათხოვროდ ხელი არა მნებდება, ხან ვიფიქრებ, ერთი ტყვია და მორჩა, მერე ისევ ლექსი დამფიქრჩემდება. არა მტოვებს ჩემი მთა და არაგვი, სულში ისევ რაღაც რითმებს ალურჯებს. მოვიკითხავ, ფურცლის ნაგლეჯს კალამით, ანუ – ერთი არაბულის საუნჯეს. მერე ისევ სულ ყველაფერს გადავდ