ვინა თქვა, ტკივილს აქარვებსო დროის დინება,
მე შენზე ფიქრი ქარის ქროლვას ვერ გავატანე,
ოცი წლის შემდეგ ისევ მინდა შენი დანახვა,
კვლავ მენატრება მაგ თვალების ლურჯი სავანე.
წავიდეთ, ვნახოთ ირემთკალო, ფშავის არაგვი,
ციხეგორობას კიდევ ერთხელ შევხვდეთ მე და შენ,
კოპალას ჯვართან ისე, როგორც ოცი წლის წინათ,
დაამწყალობნოს ხევისბერმა ჩვენი ზედაშე,
მინდა ერთხელაც მოგიკრიფო მწიფე შალშავი, შენს ლამაზ თვალებს კიდევ ერთხელ მინდა ვუცქირო, და სიყვარულის ტრაგედია ოცი წლის მერე, თოთო ბავშვივით შენს კალთაში მინდა ვიტირო...!!!
დილას არაგვთან
იდგა აპრილი
ქსანზე მიმავალ ქარებს
ათბობდა.
ეყარა დაჭრილ სულზე მარილი
და საქართველოს
მგლოვიარობდა.
წყალი იმდენი იყო ჩავლილი,
უყმოც იმდენი იყო ხატობა,
ქარჩოხთან იდგა ქარი
დაჭრილი
და გორგასალის მახვილს
ნატრობდა.
თუ ბაყათარმა მოგვჭამა ჭირი,
არა გვჩვევია თუკი დათმობა,
დღეს საქართველოს ქსანთან
აქვს ხიჭვი,
მაჩვენეთ ერთი თქვენი და-
ძმობა.
მაჩვენეთ ერთი თვალებში სხივი,
ტატოს მერანის ერთი
დაფრთხობა.
მისი ნაფრენი ცხრა მთა და ხევი,
მთვრალი ხევსურის ერთი
გაფხორვა.
მაჩვენეთ ერთი სადმე ნაცემი,
იბრუხისაგან ტოტიას ხროვა.
რომ აღარა გვყავს ჩვენში
გამცემი,
"ყორღანაშვილი" რომ აღარ
მოვა.
რომ დავიქუხო, შევიშრო
ცრემლი,
ქსანზე დაიწყოს იების თოვა.
ავახმაურო ხმალი და გრდემლი,
ახლა მტრის აპრილს დაუდგეს
გ