http://www.odnoklassniki.ru/group/52002607202508 საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთი ახალ სამხედრო ბაზაზე რადარს და ახალ სათვალთვალო ელექტროსადგურს აშენებს.
ანკლავის დედაქალაქ ცხინვალთან ავანპოსტის მშენებლობამ, საქართველოს შიშები განუახლა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამეორებისთის ემზადება, იმ ომის რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის კატასტროფული დამცირება მოჰყვა.
ბაზა, რომელიც განთავსდება ყველა რუსული სადამკვირვებლო პოსტისგან მოშორებით სამხრეთის მიმართულებით, უზარმაზარი სტრატეგიული პოტენციალი აქვს.
„საქართველო რუსეთისთვის დაუსრულებელი საქმეა“, – ამბობს ჩინოვნიკი. „ის თავდასხმისთვის მორიგ მომენტს არჩევს, მაგრამ ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი სჭირდება. ცხინვალის ბაზაზე სარადარო სადგურის და სათვალთავლო კომუნიკაციების მშენებლობის გეგმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. საფრთხე რეალურია, როდესაც თქვენ მსგავსი ბაზები გაქვთ საკუთარი საზღვრების შიგნით“.
აღჭურვილობა, რომელიც რუსეთმა სამხრეთ ოსეთში განათავსა, მას საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს საჰაერო მანევრებს, ასევე დაიჭიროს მობილური და სხვა კომუნიკაციები კავკასიის მასშტაბით და სამხრეთით ირანის ტერიტორიამდეც კი.
თბილისისგან ჩრდილოეთით მდებარე, ერთმა ციდა ანკლავმა სამხრეთ ოსეთმა, დამოუკიდებლობა შარშან მას შემდეგ გამოცხადა,
რაც რუსეთის არმიამ დამანგრევლად უპასუხა საქართველოს მცდელობას ტერიტორიაზე მოსკოვის გავლენა აღეკვეთა.
სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ახლახან რუსეთს ცხინვალში სამხედრო ბაზის იჯარით 49 წლიანი სარგებლობის უფლება მისცა.
სამხრეთ ოსეთში 4 000 რუს სამხედროზე მეტი იმყოფება, რომლებსაც ადგილობრივი მილიციის ძალებიც ამაგრებენ. შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონის აფხაზეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ 2 000–ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობით საქართველოში მისი ყოფნის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი ხელყოფაა“.
ომის შემდეგ ანკლავს და საქართველოს შორის ურთიერთობები გაყინულია.
მოსკოვის „ახლო საზღვარგარეთში“ პრორუსული პოლიტიკოსების მარცხის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, და ახლახან რუსეთმა უკრაინასა და ყირგიზეთში დასავლეთის მოკავშირეების მარცხი იზეიმა.
ქართველი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი აგულიანებდა ოპოზიციურ კანდიდატებს დემონსტრაციების მოწყობაში, ცდილობდა რა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობას, რომელიც კრემლს 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ანრისხებს იმით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან ახლო კავშირების დამყარებას ცდილობს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев