
-
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ დაასახელა ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც ფლორენციაში გაემგზავრებიან. "ბარსელონა" პრე–სეზონზე, ბოლო მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც "ფიორენტინას" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 2 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
სიაში ვერ მოხვდენენ მესი, ნეიმარი, მასკერანო და ალვესი. ისინი გუნდს ახლახანა დაუბრუნდნენ. მიუხედავად ამისა ფიზიკურ მომზადებას გუნდის სხვა წევრების გარეშე განაგრძობენ. ასევე დუგლასი და ადრიანო, რომელნიც ტრავმირებულები არიან, ხოლო მატიეს ვირუსი და ყურის ინფექცია აქვს. რაც შეეხება კლაუდიო ბრავოს, მას შვებულება ჯერ არ დასრულებია. განაცხადში "ბარსა ბ"–ს მოთამაშეებიც შევიდნენ.
18-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, სუარესი, რაფინია, ბარტრა, ალბა, ს. რობერტო, ვერმალენი, სანდრო, მუნირი, ჰალილოვიჩი, სამპერი და გუმბაუ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев