-
დღეს დილით, ადგილობრივი დროით 11 საათზე (თბილისის დროით 13 საათზე), "ბარსელონას" ფეხბურთელები, ქალაქ ბარსელონას აეროპორტიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდნენ.
ლუის ენრიკემ აშშ-ში 24 ფეხბურთელი წაიყვანა. ესენი არიან: ტერ შტეგენი, მასიპი, ხოსე სუარესი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, სუარესი, რაფინია, ბარტრა, დუგლასი, ალბა, ს. რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, თურანი, ვიდალი, სანდრო, მუნირი, ჰალილოვიჩი, სამპერი, გუმბაუ.
"ბარსელონა" ლოს ანჯელესში ამაღამ, თბილისის დროით დაახლოებით 01 საათზე ჩაფრინდება.
ამერიკაში კლუბის პირველ პრესკონფერენციას ლუის ენრიკე და ანდრეს ინიესტა გუნდის სასტუმროში ჩაატარებენ.
"ბარსა" ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრას 22 ივლისს, თბილისის დროით დილის 7 საათზე "ლოს ანჯელეს" გალაქსისგან გამართავს. 25 ივლისს, კატალონიელები "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ივლისს - "ჩელსის"


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев